საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას კომენდანტის საათის ძალაში დატოვების შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სანამ ნახირად ქცევას ვიტანთ, ვერც ხელისუფლებას შევცვლით და ვერც უკეთეს ქვეყანას ავაშენებთ
ნახირს ბოსელში კეტავენ საღამოს და .. წველიან”,- წერს ჯაფარიძე.
საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, 21:00 საათიდან 5:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება კვლავ 21:00 საათიდან 05:00 საათამდეა აკრძალული.