სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ემზადებიან საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის არსი არის ის, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად უნდა ემზადებოდეს.
„ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით – ახლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! „ქართული ოცნება“ თავს კი იკატუნებს, მაგრამ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამაზრზენად გამოიყურება ცალკარა პარლამენტი. ჩემი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ემზადება საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთდროულად ჩასატარებლად, ამასთან დაკავშირებით ძალიან სანდო ინფორმაცია მაქვს. „ქართული ოცნება“ ამისთვის ემზადება და მთელი მათი შტაბები გადასულია აქტიურ საარჩევნო სამზადისზე.
შესაბამისად, თუ საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად დანიშნეს, მზად არ უნდა ვიყოთ? პარტიის არსი არის ის, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად უნდა ემზადებოდეს.
პირველ რიგში, ვფიქრობთ ტყვეები როგორ გამოვიდნენ და მეორე რიგში, არჩევნებს რომ დავანიშნინებთ, იმ არჩევნებისთვის მზად ვიყოთ და მოვიგოთ…დავანიშნინოთ არჩევნები, ჩატარდეს მეტ-ნაკლებად სამართლიანი წესებით და დავანგრიოთ იმ არჩევნებში”, – განაცხადა ელისაშვილმა.