ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა და მისმა მეუღლემ, სალომე ლაშხმა, საკუთარ სიყვარულის ისტორიაზე Geoteam-ის გადაცემაში ისაუბრეს.
წყვილმა გაიხსენა, როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა და როგორ გადაიზარდა ერთი შემთხვევითი შეხვედრა დიდ სიყვარულში.
„რესტორანში ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად, სალომე კი თავის მეგობრებთან. დაბადების დღეს აღნიშნავდა“, – ამბობს ლუკა.
როგორ ჩანს, იმ საღამოს უბრალო დამთხვევამ და დაუვიწყარმა პირველმა შთაბეჭდილებამ ყველაფერი შეცვალა.
როგორც სალომე იხსენებს: „სანდო წყაროებიდან ვიცი, რომ დამინახა, გაგიჟდა, გადაირია, იქვე შევუყვარდი,“ – ამბობს ღიმილით ფეხბურთელის მეუღლე.
„მოგვიანებით გაარკვია ჩემი ვინაობა და ყვავილები გამომიგზავნა. მე მადლობა გადავუხადე და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა,“ – ამბობს სალომე.
ფოტო/ვიდეო: ლუკა ლოჩოშვილის მეუღლე საოცრად მომხიბვლელია – სალომე ლაშხი კანიდან კადრებს გვიზიარებს
ფოტო: „საზეიმო განწყობა ლეგენდებთან ერთად“ – რა კადრს გვიზიარებს ლუკა ლოჩოშვილის რჩეული