LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდოა თუ არა NDI-ის კვლევა?

293

იმისათვის რომ რაიმე კვლევის შედეგების  სანდოობაზე დასკვნა გაკეთდეს, აუცილებლია, არსებობდეს სხვა ორგანიზაციის კვლევები, რომლებიც იმავე მეთოდოლოგიით, დროის იმავე პერიოდში, იქნება ჩატარებული, ამის შესახებ სოციოლოგმა, იაკო კაჭკაჭიშვილმა, რადიო  ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი შეფასებით, NDI-ის კვლევების  სანდოობის  საკითხის განხილვა მიზანშეწონილი არ იქნება.

”ამ შემთხვევაში, არ გვაქვს შედარების შესაძლებლობა, ვინაიდან არ არსებობს იმავე მეთოდოლოგიითა და დროის იმავე მონაკვეთში ჩატარებული სხვა კვლევაა, ამიტომ არსებულ შედეგებს უნდა შევხედოთ, როგორც ერთი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას. იმის ვარაუდი, რამდენად დაემთხვევა ეს შედეგები მომავალ არჩევნებს, სისულელე იქნება” –  განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

რაც ეხება გამოკითხულთა 35%-ს, რომელმაც ჯერ არ იცის, ვის დაუჭერს მხარს ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ამ მაჩვენებელს უნდა დაემატოს ის 15%, რომელიც თავის არჩევანს არ ამჟღავნებს და კიდევ 10%, რომელიც ამბობს, რომ მხარს არცერთ პარტიას არ დაუჭერს.

”რეალურად, ჩვენ ვიღებთ 40-45 პროცენტის ფარგლებში, ჩამოუყალიბებელი ან გაბრაზებული ამომრჩევლის წილს. ერთი მხრივ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი გულგატეხილია ყველა პოლიტიკური ძალის, მათ შორის, მმართველი პარტიის მიმართ და, ამ ეტაპზე, ვერ პოულობს ისეთ ძალას, რომელსაც თავის არჩევანს დაუკავშირებდა. მეორე მხრივ, ადამიანები არ ამჟღავნებენ თავიანთ არჩევანს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ამით გარკვეული უხერხულობა შეექმნებათ  და ეშინიათ არჩევანის გაკეთების, თუმცა ეს ფაქტორი ყველაზე ნაკლებად მგონია” – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

სოციოლოგი არც იმას გამორიცხავს, რომ კვლევითი კოპმპანია თავისი ინტერვიუერების ქსელით ვერ ახდენდეს ადამიანთა პოლიტიკური პრეფერენციების გამომჟღავნებას. კაჭკაჭიშვილის აზრით, მსგავსი შედეგების ყველაზე უფრო წონადი ფაქტორი არის ის, რომ პოლიტიკურ ქსელში ამომრჩეევლთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ პოულობს თავის დასაყრდენს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g