New York Times-ის ცნობით მსახიობმა სანდრა ბალოკმა და ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერესმა მათი მონაწილეობით ყალბი კოსმეტიკური რეკლამის შექმნელებს სასამართლოში უჩივლეს. სარჩელი 100 კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგაა შეტანილი.
სანდრასა და ელენის მტკიცებით, მათი სახელები და ვიზუალური გამოსახულება 40 კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამაში დაუკითხავად გამოიყენეს.
ერთ-ერთში ელენ დეჯენერესის ფოტო და გამოგონილი ციტატაა გამოყენებული, რომელშიც ელენი კონკრეტულ პროდუქციას აქებს.
კომპანიების სახელები ჯერჯერობით უცნობია.