სანდრა ბალოკი და ბრაიან რანდალი ფოტოგრაფებმა ამჯერად ნიუ-იორკში დააფიქსირეს. შეყვარებული წყვილი სანდრას შვილებთან, ლუისთან და ლაილასთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდა. 52 წლის სანდრა შეუდარებელი იყო ნაქსოვ სვიტერში და შავ შარვალში. ასევე ცივი ამინდის შესაბამისად იყო გამოწყობილი 42 წლის რანდალიც, რომელსაც ხელში საჩუქრები ეჭირა და მზრუნველი მამის ამპლუას ირგებდა. მოგვიანებით მან 4 წლის ლაილა ხელში აიყვანა, როცა გოგონა სიარულით გადაიღალა. ფოტოებზე დაფარულია ბავშვების სახეები, რადგან გამოცემებს მათი სურათების დაბეჭდვა აკრძალული აქვთ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სანდრა ბალოკმა მუშაობა დაიწყო „ოუშენის თერთმეტი მეგობრის“ სპი-ოფზე.