54 წლის სანდრა ბულოკმა და მისმა 52 წლის ბოიფრებდმა ფოტოგრაფმა ბრაიან რენდოლმა, როგორც იქნა მოიპოვეს სიმშვიდე. მსახიობი დიდხანს განიცდიდა მძიმე განქორწინებას მეუღლესთან ჯესი ჯეიმსთან, რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა ბულოკს პრესაში. თუმცა, პრობლემები წარსულს ჩაბარდა და ბედნიერი ბალოკიც სიამოვნებით თანხმდება ბოიფრენდს პაემანზე.
მშვიდი საღამოსთვის, რომელიც წყვილმა მალიბუს ერთ-ერთ რესტორანში მოაწყო, ბულოკმა ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი, შავი მაისური და ოქროსფერი ნაქარგით გაფორმებული გრძელი მოსასხამი შეარჩია, მისი ბოიფრენდი კი, ჯინსებსა და ცისფერ პერანგში გამოეწყო.
