„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებით, ცესკოს პირველადი შედეგების მიუხედავად, ბრძოლა არ დასრულებულა.
სანდრა რულოვსის თქმით, შედეგების მიუხედავად, ყველა დაპირების შესრულებას შეეცდება.
ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. მე პირნათლად მოვიგე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. ყველა უბნიდან მოდიოდა უკვე შედეგები, რომ ვიმაჯრვებდით. მათ შორის ინგირშიც ვიმარჯვებდით, საიდანაც, ჩემი კონკურენტი, ედიშერ თოლორაიაა. ჩემი მოწინააღმდეგე თავისივე სოფელში დავამარცხე, ცხადია არც სხვაგან გაგვიჭირდებოდა. ამტვრევდნენ ყუთებს კომისიის წევრები გარბოდნენ. ბათილად ცნეს ბიულეტენები და 3 უბანი საერთოდ ჩაიშალა. მე არ ვეგუები ამბავს.