საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რუსლოვსმა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ყოფილი მეუღლისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ მოულოდნელად, სოციალური ქსელიდან შეიტყო.
“ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ არ გვქონდა მშვენიერი ურთიერთობა, რეგულარულად ვნახულობდით ერთმანეთს. ეს ისეთი ბმაა, ისეთი ძლიერი კავშირი, რომელსაც ვერ წაშლი უბრალოდ. კი წარსულია, იმ ვედოეოდან გავიგე, რაც უნდა გამეგო და მომიწევს ამ რეალობასთან შეგუება. მაგრამ რაც იყო, იყო უნიკალური, ძალიან ლამაზი. ხალხისთვისაც ზღაპარი იყო, რომ ჩვენ ერთმანეთს ვავასებდით. ჩვენი წყვილი დაკავშირებულია საქართველოს პოზიტიურ პერიოდთან. ქვეყნის განვითარების, მისი წამყვანი როლის დამკვიდრებასთან დაკავშირებულ პერიოდთან. შესაბამისად, ვინც მაშინ ქვეყნის სათავეში იყო, ავტომატურად პოზიტიურ განწყობასთან ასოცირდება და ეს ასეც დარჩება.” – განაცხადა სანდრა რულოვსმა “ფორმულასთან”, გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემა “დროებაში”.