ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი სარფში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის დასახვედრად მივიდა.
სარფში ლევან ვარშალომიძის ჩამოსვლას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები დილიდან ელოდებიან.
როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სიის პირველი ნომერი იქნება.