LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა რულოვსი: მიხარია, ქალბატონი სალომე მიხვდა, რომ პოლარიზაციის მძიმე ფონზე, ვერ მივდივართ წინ

272
BeFunky-collage (19)

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა შეაფასა.

ამის შესახებ რულოვსმა “დროებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

“იმედით ვუყურებ ამას. მიხარია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ ამ ორბანაკიანი პოლარიზაციის ძალიან მძიმე ფონზე, ვერ მივდივართ წინ, თვითონაც შეწუხდა და კარგი ფორმაც აირჩია, რომ ჯერ საზღვარგარეთ თქვა და მერე უკვე აქ შესრულებაზე დაიწყო საუბარი. ის კი ამბობს, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, დრო არ გვაქვს, როგორც ვხედავთ, ირგვლივ ტერიტორიებსაც ვკარგავთ ყოველ დღე, რუსული გავლენაც იზრდება, ბევრი ფაქტორია, რის გამოც ეს მალე უნდა მოხდეს,”-აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g