საქართველოს ყოფილი კპირველი ლედი სანდრა რულოვსი მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი მეუღლის გლდანის ციხეში გაჩერება ერთი დღითაც აღარ შეიძლება.
„დიდი მადლობა ყველას!
მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით!
#გადაიყვანე“, – წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის დასკვნას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გადაყვანა აუცილებელია სამოქალაქო კლინიკაში.
