სანდრა რულოვსმა არჩევანი უკვე გააკეთა, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერმა ხმა მე-18 საარჩევენო უბანზე მისცა, მასთან ერთად შვილი, ნიკოლოზი იმყოფებოდა.
საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ დღეს წყდება საქართველოს გადარჩენის საკითხი.
”მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ სწორ არჩევანს გააკეთებს”.