სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ 17 ნოემბერს მას და მიხეილ სააკაშვილს ქორწინების 25 წლის იუბილე აქვთ და ამ თარიღის აღნიშვნა ზუგდიდში უნდათ.
სანდრა რულოვსის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების ხასიათზეა.
“მიშა ნამდვილად ჩამოსვლის ხასიათზეა. 17 ნოემბერს ქორწინების 25 წლის იუბილე გვაქვს, მე ძალიან მინდა და მას არანაკლებად, რომ ეს დღე აქ აღვნიშნოთ ზუგდიდში, თქვენთან ერთად”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
