პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა.
აეროპორტში სანდროს გულშემატკივრები დახვდნენ.
როგორც ბაზაძემ თავის ასპარეზობასთან დაკავშირებით მედიასთან თქვა, გადაწყვეტილება უსამართლო იყო, თუმცა დანებებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ხმლით ასპარეზობაში ქართველი სანდრო ბაზაძე 1/8-ფინალში, მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით, ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.