LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო ბაზაძე: ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება კიდევ შეგვიძლია

213
119153261-651094482204376-7536603366548907493-n

განაახლეს თუ არა სრულფასოვანი ვარჯიში ქართველმა მოფარიკავეებმა, რომელი ტურნირებისთვის ემზადებიან ისინი და ტოკიოს ოლიმპიადის რამდენი ლიცენზიის მოპოვებას იმედოვნებენ – რადიო „ფორტუნას“ კითხვებს საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების კაპიტანი, მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი სანდრო ბაზაძე პასუხობს.

სანდრო, პირველ რიგში, დიდ მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. მინდა გკითხოთ სავარჯიშო პროცესის შესახებ. რა შეზღუდვები შეეხოთ ქართველ მოფარიკავეებს, თუ აღადგინეთ სრულფასოვანი ვარჯიში და ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე მეც და ჩემი თანაგუნდელებიც საფრანგეთში, ფრანგ მწვრთნელთან ვემზადებოდით, გავდიოდით ძალიან მაღალი დონის ვარჯიშს. შემდეგ კი განვითარებული მოვლენების გამო ქვეყანაში დავბრუნდით, კარანტინი გავიარეთ და მზადებას სახლის პირობებში განვაგრძობდით. პირადად მე ერთი დღე არ გამიცდენია, მუდმივად ვვარჯიშობდი შინ ან ეზოში. საბედნიეროდ ამ ეტაპზე უკვე ჩვეულ რეჟიმში ვვარჯიშობთ. ძალიან მიხარია, რომ უკვე დარბაზში ვვარჯიშობთ. მართალია სამწუხაროდ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, რომ ვითარება მალე გამოსწორდება და შეზღუდვების თავიდან დაწესება საჭირო არ იქნება. ამ დროისათვის ისევ ვვარჯიშობთ და ვცდილობთ ტემპი არ დავაგდოთ.

მინდა გკითხოთ მნიშვნელოვანი ტურნირების შესახებ, რომლებიც ოლიმპიადამდე გაიმართება. თუ არის რაიმე კონკრეტული დიდი ტურნირი, მაგალითად, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატი, რისთვისაც ახლა ემზადებით?

დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი, რომელიც ოლიმპიადამდე დარჩა ევროპის ჩემპიონატია. მიუხედავად იმისა, რომ მე ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია უკვე მოპოვებული მაქვს, ამ ტურნირზე მაინც ვაპირებ მონაწილეობას, რადგან ევროპის ჩემპიონატი ძალიან მაღალი რანგის შეჯიბრებაა. გარდა ამისა, არის კიდევ მთელი რიგი სალიცენზიო ტურნირები, სადაც ნაკრების წევრები იასპარეზებენ. მე მათი გამოტოვება შემიძლია, რადგან ლიცენზია უკვე მაქვს. ამ ეტაპზე იმედს ვიტოვებ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჩატარება შესაძლებელი იქნება და სიტუაცია გამოსწორდება.

საქართველოში სპორტის მოყვარულთა უმეტესობამ ქართული ფარიკაობა რიოს ოლიმპიადიდან აღმოაჩინა და ამაში თქვენ დიდი როლი შეასრულეთ. მინდა მოგილოცოთ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია, თუმცა საინტერესოა ნაკრების სხვა წევრებსაც თუ აქვთ ლიცენზიის მოპოვების შანსი და ზოგადად როგორი მოლოდინია ნაკრებში, რამდენი ქართველი მოფარიკავე შეძლებს ოლიმპიადაზე გამგზავრებას?

დარჩენილია კიდევ ექვსი ლიცენზია და საქართველოს ნაკრების წევრებს: ბექა ბაზაძეს, მიხეილ მარდალეიშვილს, ვაჟა რეჭიას კიდევ შეუძლიათ მათი მოპოვება. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, ვეცდებით გუნდური ლიცენზიაც მოვიპოვოთ. ყოველ შემთხვევაში ამისი დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ გოგონებს შორისაც გვყვავს ორი გამორჩეული მოფარიკავე თეოდორა კახიანისა და ლიკა ჯიჯეიშვილის სახით, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ორივე მათგანი იბრძოლებს და იმედს ვიტოვებ, რომ ტოკიოში რაც შეიძლება ბევრი მოფარიკავე წამოვა ჩემთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g