LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანდრო გამოჯანმრთელდა! ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უკან არის“- ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

475
გომარელი (1)

ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მისმა შვილმა ლეიკემია დაამარცხა. გამოჯანმრთელებული სანდრო მამამ 2.5-თვიანი პაუზის შემდეგ სახლში წაიყვანა.

„სანდრო გამოჯანმრთელდა!
ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უკან არის.
მინდა გულით გითხრათ მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე გვედგა გვერდში.
თქვენმა სიტყვებმა, ყურადღებამ და მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა.
მართლა ბევრს ნიშნავდა და გაგვიადვილა ის რთული გზა, რაც ერთად გავიარეთ.
ყველაზე რთული ნაწილი უკვე დასრულებულია.
ახლა იწყება რეაბილიტაცია — და ჩვენ ამ ნაწილსაც ერთად გავივლით, იმავე რწმენით და იმედით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“, – წერს გიორგი გოჩოლეიშვილი.

გოჩოლეიშვილს გასამხნევებლად დანიელმა გულშემატკივრებმა ბანერი გადმოფინეს: „გამაგრდი, გიორგი“ – პატარა ვაჟის ავადმყოფობის გამო, ფეხბურთელს თანადგომას კლუბიც უცხადებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g