მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიისა და ოქროს მედლის პრიზიორმა, კონცეპტArt გაერთიანების წევრმა, პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა ევროპული ტურის ფარგლებში პირველი სოლოკონცერტი გამართა. საღამო ბარსელონას ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ისტორიულ რომეას თეატრში შედგა.
ქართველი პიანისტის საღამოზე დასასწრები ბილეთები სრულად გაიყიდა და კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.