LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანდრო მას, მინდა ყველამ იცოდეს თუ რამხელა წვლილი მიგიძღვით პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ მედალში“ – ანა ჯაფარიძის ემოციური მიმართვა მწვრთნელს

217
ანნა ჯაფარიძე მწვრთნელთან ერთად

პარატაეკვანდოში პარალიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ანა ჯაფარიძე, რომელიც საქართველომ სულ ცოტა ხნის წინ გაიცნო და შეიყვარა, მწვრთნელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

მედალოსანი ემოციურ მიმართვაში, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერს, რომ მისი სურვილია ყველამ იცოდეს, თუ როგორი დიდი წვლილი მიუძღვის მის მწვრთნელს პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ გამარჯვებაში:

ვიდეო: თამაშების დაწყებამდე ანა ჯაფარიძეს თმის გასწორებაში ჯეკი ჩანი დაეხმარა – ბრინჯაოს მედალოსანი ამაღელვებელ კადრებს გვიზიარებს

„სანდრო მას, სულ ერთი წელია რაც გიცნობთ მაგრამ მოახერხეთ და ამ მოკლე დროში ძალიან შემაყვარეთ თავი.

თქვენ ხართ ადამიანი, ვინც მთელი პროცესის განმავლობაში არანაკლებ გამორჩეული შრომა გამოიჩინა.

მინდა ყველამ იცოდეს თუ რამხელა წვლილი მიგიძღვით პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ მედალში.

ყოველ ნაბიჯზე ჩემს გვერდით იდექით, მავარჯიშებდით და მეხმარებოდით მიზნისკენ სვლაში.

არ არსებობს სიტყვები, რომლებიც სრულად გადმოსცემს ჩემს მადლიერებას იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ ჩემთვის და სრულიად საქართველოსთვის.

მჯერა რომ ერთად ბევრად უფრო მეტს მივაღწევთ.

მადლობა იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ჩემი პროგრესისთვის ხარჯავდით, მიყვარხართ და გაფასებთ“ – წერს ანა ჯაფარიძე.

ვიდეო: „ქართველი ხარ“? – ანა ჯაფარიძე მედლის მოპოვების შემდეგ „მოამბის“ ჟურნალისტს ეხუტება

სანდრო მას, სულ ერთი წელია რაც გიცნობთ მაგრამ მოახერხეთ და ამ მოკლე დროში ძალიან შემაყვარეთ თავი. თქვენ ხართ ადამიანი,…

Posted by Ana Japaridze on კვირა, 01 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g