LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო რაქვიაშვილი: „შევამციროთ გადასახადები, ნაკლები ფული წაართვას მთავრობამ მოქალაქეებს და გამდიდრებული ადამიანები უკეთეს მანქანებს იყიდიან“

137
ფორტუნა - 2023-04-19T154825.174

მძღოლების დასჯის გარდა, რაიმე ვერსიები იყო განხილული? – ამ კითხვით მიმართა „ხილული გამონაბოლქვის აკრძალვის“ კანონპროექტზე საუბრისას „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა უმრავლესობის წევრებს.

„კითხვა მაქვს, როცა ამ კანონპროექტში სამინისტროში ვმუშაობდით, განხილული იყო თუ არა პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზა. მაგალითად, დღეს პარლამენტში რომ მოვდიოდი, ჩემს წინ მიდიოდა ძველი „ტოიოტა“, რომელსაც ბოლი გამოსდიოდა, ოღონდ არა მუქი, უფრო თეთრი. ეს ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ დასჯა ხომ არაა ერთადერთი გზა.

დასჯის გარდა, რაიმე ვერსიები იყო განხილული?

მე შემოგთავაზებთ, ალტერნატიულ ვერსიებს – გავაუქმოთ ბენზინის აქციზი, მანქანების იმპორტის აქციზი და ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, იაფად იყიდონ უკეთესი მანქანა. ადამიანებს, რაც უფრო უკეთესი მანქანა ეყოლებათ, უფრო ნაკლები გამონაბოლქვი იქნება ჰაერში. შევამციროთ დღგ, შევამციროთ საშემოსავლო გადასახადი, ნაკლები ფული წაართვან მოქალაქეებს, მეტი ფული ექნებათ, გამდიდრებული მოქალაქე კი პირველ რიგში უკეთეს მანქანას მანქანას ყიდულობს.

მანქანების ხარისხის გაუმჯობესება, ბევრად უფრო შეამცირებს გამონაბოლქვს, ვიდრე დასჯა.

თქვენ ვერც ნახავთ ადამიანს, რომელიც ამას ნებაყოფლობით აკეთებს, ის ხომ პირველ რიგში თავის თავს წამლავს და მერე მოქალაქეებს. არავინ ამბობს, მოდი, მეც დანგრეული მანქანით ვივლი და ამით სიამოვნებას მივიღებ. ეს განსაკუთრებული მაზოხიზმი იქნებოდა. ეს ხდება იმიტომ, რომ მძღოლს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მანქანის რემონტი გააკეთოს და ან იყიდოს ახალი მანქანა.

ამიტომ, მაინტერესებს არარეპრესიული მეთოდები თუ იყო განხილული მთავრობის მიერ, თუ განიხილეთ, რომელი და რატომ ჩათვალეთ, რომ რეპრესიული გზა პრობლემის მოგვარების უფრო ეფექტიანი გზაა, ვიდრე არარეპრესიული“,  – მიმართა სანდრო რაქვიაშვილმა უმრავლესობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები