კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი ცნობილი კალათბურთელის ვიქტორ სანიკიძის დედაა, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შინ მკურნალობდა და მას ასევე ინფიცირებული საკუთარი და უვლიდა.
გარდაცვლილი მე-19 პაციენტი სახლში მკურნალობდა და მას ინფიცირებული და უვლიდა
სანიკიძის ოჯახის სამი წევრი – ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში გადაიყვანეს, თავად ვიქტორ სანიკიძე კი კარანტინში გადავიდა.
კალათბურთელს ტესტირების შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.
როგორც თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილ პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა.
კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა