LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სანქციები რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოების წინააღმდეგ – კანონპროექტი კომპანიების ამერიკულ ბაზარზე შესვლას კრძალავს

122
1

“რუსი ოლიგარქებისა და მოსკოვის მაქინაციების ინდუსტრიული მოკავშირეების გამდიდრების შეჩერება მისი ბოროტმოქმედების საზღვარგარეთ გამოსაყენებლად”, – აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორებმა მარკო რუბიომ და ჩას გრასლიმ ახალი კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც რუსეთისთვის მორიგი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.

დაგეგმილია სანქციების დაწესება ისეთი მსხვილი კომპანიების მიმართ, როგორიცაა “როსნეფტი”, “გაზპრომი”, “როსტომი”, “აეროფლოტი” და RT.

როგორც “უნიანი” წერს, სანქციები ითვალისწინებს ვლადიმერ პუტინის მიერ წამოწყებული ომის დასაფინანსებლად მოსკოვის მფლობელობაში მყოფი ან კონტროლირებადი კომპანიების ამერიკულ ბაზარზე შესვლის აკრძალვას.

კანონპროექტის სახელწოდების შემოკლებული ინგლისური აბრევიატურაა “დიდება გმირებს”.

“პუტინი აქტიურად ამარაგებს რუსეთის საომარ მანქანას მოსკოვის კონტროლირებადი სახელმწიფო კორპორაციების მიერ მიღებული სახსრებით. არც ერთ რუსულ სახელმწიფო საწარმოს არ უნდა ჰქონდეს წვდომა ამერიკულ კაპიტალზე, როდესაც სისხლისმსმელი დიქტატორი უკრაინაში შეიჭრა”, – განაცხადა რუბიომ.

ენერგეტიკულ კომპანიების – “როსნეფტისა” და “გაზპრომის” 10 წარმომადგენელს სანქციებს უწესებს კანადაც.

ქვეყნის საგარეო უწყების განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზანია უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთის ხელისუფლებაზე, რათა უკრაინაში ომი შეწყვიტონ:

“კანადის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისადმი ურყევია. რუსეთის ხელმძღვანელობის აგრესიის ნებისმიერ აქტს ვუპასუხებთ იმ ზომებით, რომლის მიზანია შეასუსტოს რუსეთის ომის წარმოების უნარი. ისინი, ვინც რუსეთის აგრესიას ეხმარებიან და ხელს უწყობენ, პასუხს აგებენ. კანადა უკრაინის გვერდით დგას”, – აღნიშნულია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის მიმართვაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g