დაწესებული სანქციები რუსეთში კომპანიების 86%-ზე მეტის მუშაობაზე გავლენას ახდენს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მეწარმეთა უფლებების დაცვის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე ანგარიშის მიხედვით, კომპანიების 77.4%-მა სანქციებთან ადაპტირება მოახერხა ან იმედი აქვს, რომ ამას შეძლებს. 11.7%-მა კი ეს ვერ შეძლო და საქმიანობა მთლიანად, ან ნაწილობრივ შეაჩერა.
ცნობისთვის, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის 85 რეგიონის 6 ათასზე მეტი კომპანიის მფლობელებმა და ხელმძღვანელებმა.