LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქციების დაწესების შემდეგ, რუსი მილიარდერები იახტებით მალდივებზე მიდიან: Reuters

157
alisher-usmanov-superyacht.png

მკაცრი სანქციების დაწესების შემდეგ, რუსი მილიარდერები საკუთარი სუპერიახტებით მალდივების მიმართულებით მიდიან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters აქვეყნებს.

გემების მონიტორინგის მონაცემებმა აჩვენა სულ მცირე 5 იახტის გადაადგილება. ისინი ან გაჩერდნენ ან გადაადგილდებოდნენ ინდოეთის ოკეანეში. გემების გადაადგილება მოჰყვა რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციების დაწესებას.

მალდივის კუნძულებს აშშ-სთან ექსტრადაციის ხელშეკრულება არ აქვს.

ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესში გამოსვლის დროს თქვა, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც რუსი ოლიგარქების ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.

ოთხშაბათს გვიან Forbes-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიამ რუს მილიარდერს ალიშერ უსმანოვის მეგა იახტა ჩამოართვა.

უსმანოვი იმ მილიარდერთა სიაში იყო, რომლებსაც ორშაბათს ევროკავშირი სანქციებით დაემუქრა.

მანამდე, სუპერიახტა Clio, რომელიც ეკუთვნის ოლეგ დერიპასკას, ალუმინის გიგანტის Rusal-ის დამფუძნებელს, ოთხშაბათს მალდივების დედაქალაქ მალესთან ნახეს გაჩერებული, იტყობინება MarineTraffic. ოლეგ დერიპასკას 2018 წელს აშშ-მ სანქციები დაუწესა.

“ტიტანი”, რომელსაც ფოლადის მწარმოებელი Evraz-ის თანადამფუძნებელი, ალექსანდრე აბრამოვი ფლობს მალდივებზე 28 თებერვალს ჩავიდა.

რუსი მილიარდერების კუთვნილი კიდევ სამი იახტა ნახეს ოთხშაბათს მალდივის წყლებში. მათ შორისაა “ნირვანა”, რომელიც ეკუთვნის რუსეთის უმდიდრეს ადამიანს, ვლადიმერ პოტანინს.

Reauters წერს, რომ მალდივების მთავრობამ კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g