LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ…“ – გაერთიანებული სამეფოს ელჩი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე

118
გარეტ უორდი

„სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ ვაკეთებთ, თქვენ იცით ის, რაც უკვე გააკეთა გაერთიანებულმა სამეფომ: გამოაცხადა სანქციები გარკვეული რაოდენობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს და როგორი სახის იქნება ეს სანქციები.

„გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადება შევიდა“ – გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი

კახა კალაძე: „არ მგონია, ბრიტანეთმა სანქცირების გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა თუ მიიღებენ, ძალიან ცუდი იქნება… ის, რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება“

„ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ განცხადებებს ვისმენთ და ვხედავთ, რომელიც დაფუძნებულია უსამართლობაზე და, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ვხედავთ“ – ამბობს კალაძე.

„მთავარია ის, რომ გვსურს ვიხილოთ, თავისუფალი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება დაცული იყოს საქართველოში. ეს არის აღნიშნული სანქციების მიზანი. არ მსურს კომენტარის გაკეთება მომავალი სანქციების შესახებ“, – აღნიშნა ელჩმა.

ვლადიმერ ბოჟაძე: „ვერანაირი სანქციები ბიძინა ივანიშვილს ვერ გადააფიქრებინებს, ღირსეულად ემსახუროს საკუთარ ქვეყანას“

ცნობისათვის, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ინფორმაციით, 16 იანვარს გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადება შევიდა.

აღნიშნულის საპასუხოდ, 16 იანვარსვე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ „დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს“.

„ქართული ოცნება“ – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადების თანახმად, გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, "დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g