ამერიკულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ სთხოვა ხელი შობის დღესასწაულზე შეყვარებულს მეხანძრემ. ის სანტა კლაუსის ფორმაში იყო გამოწყობილი და გამვლელებთან ფოტოებს იღებდა. მოულოდნელად კი, ის შეყვარებულთან მივიდა და ცოლობა სთხოვა. როგორც ABC news წერს, მომავალმა მისის კლაუსმა ასეთი განსაკუთრებული დღისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.