LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანტამ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და ბავშვებისთვის საჩუქრების დარიგება დაიწყო [ვიდეო]

santa

სანტა კლაუსმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და ბავშვებისთვის საჩუქრების დარიგება დაიწყო.

საჩუქრების დარიგებამდე, სანტამ ელფებთან ერთად, პოლარული წრიდან 8 კილომეტრში მდებარე ქალაქ როვანიემში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და მსოფლიოს საშობაოდ მშვიდობა, ბედნიერება და ჰარმონია უსურვა.

მინუს 22 გრადუსიანი ყინვის მიუხედავად, ქალაქის მოედანზე ბევრი ადამიანი შეიკრიბა და სანტას საშობაო სიტყვის გარდა, სადღესასწაულო სიმღერებს მოუსმინა. მისალოცი სიტყვის შემდეგ, სანტა მხიარულ ელფებთან მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაემართა.