ალექსანდრა პაიჭაძე ამჯერად ცნობილმა მოდის ფოტოგრაფმა, ნიკოლაოს პლაკიასმა გადაიღო. ფოტოსესიის ლოკაცია მილანში, ისტორიული სავაჭრო გალერეა Galleria Vittorio Emanuele II გახდა.
თეთრ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი მოდელი გალერეის შთამბეჭდავი, მოზაიკური დეკორაციებისა და არქიტექტურული სივრცის ფონზე პოზირებს.
ფოტოებმა, რომელიც სოციალურ ქსელში ალექსანდრამ გამოაქვეყნა, გამომწერების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.
„საოცარი ქალი ხარ, ალექსანდრა“, „დახვეწილი სტილი“, „შოკი“ – წერენ კომენტარებში მის ფოტოებზე.




