LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცარი ვიზუალური ეფექტები და შოუ, ქალიშვილები სცენაზე და საკულტო ჰიტების ნაზავი ისტორიული დისკის სიმღერებთან ერთად – ბიონსეს ახალი ტურნე გრანდიოზულად დაიწყო

139
Untitled design (49)

ბიონსემ მერვე სტუდიური ალბომის – Cowboy Carter მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე დაიწყო. Cowboy Carter Tour ლოს-ანჯელესიდან დაიწყო და უკვე მაისიდან, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას მოიცავს. ტურნე ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

ტურნეს სტარტი უდავოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, თუმცა კულუარებში საუბრობენ, რომ პირველ დღეს ბილეთების სრულად გაყიდვა ვერ ხერხდებოდა, რის გამოც კონცერტის დაწყებამდე, მათზე ფასმა იკლო.

მოარული ხმების მიუხედავად, არტისტი საღამოზე გრაციოზულად წარდგა და ისტორიული დისკის სიმღერების გარდა, საკულტო ჰიტები: Formation, Why Don’t You Love Me და სხვა შეასრულა.

საღამოს ემოციურ მომენტად იქცა სცენაზე ბიონსესა და ჯეი-ზის პატარა ქალიშვილის, 7 წლის რუმის გამოჩენა. გოგონა დედას სიმღერის – Protector შესრულებისას შეუერთდა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, ვარსკვლავური წყვილის უფროსი ქალიშვილის, 13 წლის ბლუ აივის საცეკვაო ნომრები. ბლუმ ჰიტზე – Déjà Vu დედის საკულტო ცეკვა გაიმეორა.

მუსიკალური მრავალფეროვნებით, პატრიოტული და კულტურული თემებით, მათ შორის შავკანიანების წვლილის ხაზგასმით ქანთრი მუსიკაში, ასევე ვიზუალური ეფექტებით, ოჯახური მომენტებითა და შთამბეჭდავი კოსტიუმებით, ბიონსემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ვოკალისტია.

შეგახსენებთ, რომ ბიონსემ დისკით – Cowboy Carter 67-ე ,,გრემიზე” ახალი ისტორია დაწერა. ის პირველი შავკანიანი ქალი არტისტი გახდა, ვინც ნომინაციაში – ,,საუკეთესო ქანთრი ალბომი” მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი პრემია დაიმსახურა.

ცნობისთვის, Cowboy Carter ბიონსეს სამნაწილიანი მუსიკალური პროექტის მეორე გამოშვებაა. ალბომების ტრილოგია 2022 წელს დისკით – Renaissance დაიწყო.

ბიონსეს ორ ჰიტს ბრილიანტის სტატუსი მიენიჭა – არტისტმა ახალი რეკორდი დაამყარა

Beyoncé Bowl – ბიონსეს შთამბეჭდავი პერფორმანსი მშობლიურ ქალაქში შვილთან ერთად

„ეს შენი საღამოა, იკაშკაშე“ – ბიონსე, ჯეი ზი და ბლუ აივი „მუფასა: მეფე ლომის“ პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები