LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცრება ხდება – სოკოებივით იხსნება ნარკოლოგიური კლინიკები.. ზოგან ნარკოლოგი არ მუშაობს.. ამ „სუპერ“ კლინიკებში ნამკურნალები პაციენტები ხვდებიან ჩვენთან და ერთი დამოკიდებულების გარდა აღმოჩნდება, რომ 5 ახალი აქვთ შეძენილი“ – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

473
ზურა-სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანაში „სოკოებივით იხსნება“ ნარკოლოგიური კლინიკები, სადაც ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს სრულფასოვნად არ მკურნალობენ.

მისი განცხადებით, ზოგიერთ ასეთ კლინიკაში ნარკოლოგი და ფსიქიატრიც კი არ მუშაობს.

ზურა სიხარულიძე მათ ურჩევს, „თუ კლინიკას ხსნიან, 1 ან 2 ლიცენზირებული ნარკოლოგი მაინც ჰყავდეთ“.

„ამდენი წელია უკვე ნარკოლოგიაში ვმუშაობ, უამრავმა ადამიანმა გაიარა ჩემ ხელში და ყოველთვის ყველა პაციენტს შიშით უყურებ, რომ რამე არ დაუშავო და არ ვავნოთ მე და ჩემმა გუნდმა, რომელსაც ბევრი წელია ვზრდი და ვცდილობ, რომ რაც სიახლეა დარგში დავნერგოთ.

საოცრება ხდება – სოკოებივით იხსნება ეს ნარკოლოგიური კლინიკები, ზოგან საერთოდ ნარკოლოგი არ მუშაობს, ნუ ფსიაქიატრზე ლაპარაკიც ხანდახან ზედმეტია.. აი უბრალოდ, რატომ ჰგონია ამ ხალხს, რომ დამოკიდებულების დაავადების მკურნალობა ყველას შეუძლია, ყველანაირი ცოდნის და გამოცდილების გარეშე?

მერე ამ „სუპერ“ და ერთადერთ საქართველოში კლინიკებში ნამკურნალები პაციენტები ხვდებიან ჩვენთან და ერთი დამოკიდებულების გარდა აღმოჩნდება, რომ 5 ახალი აქვთ შეძენილი და დამატებული ფსიქიკური პრობლემები ეგრეთ წოდებული „ექსკლუზიური“ მკურნალობის ფონზე.

პატივცემულო კოლეგებო, მიხედეთ თქვენ საქმეს დაანებეთ ამ ნარკოლოგიას თავი ან თუ ხსნით ის მაინც გააკეთეთ რომ 1 ან 2 ლიცენზირებული ნარკოლოგი მაინც გყავდეთ. არ არის იოლი ამ დაავადების მართვა და მკურნალობა და ნუ დაუშავებთ ამ ხალხს, ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ და კიდე ახალს ნუ დაუმატებთ“, – წერს ზურა სიხარულიძე.

 

ამდენი წელია უკვე ნარკოლოგიაში ვმუშაობ უამრავმა ადამიანმა გაიარა ჩემ ხელში და ყოველთვის ყველა პაციენტს შიშით უყურებ ,რომ…

Posted by Zura Sikharulidze on Sunday, 2 July 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g