2017 წელს სუპერგმირების შესახებ რამდენიმე ახალი ფილმი გამოვიდა, რომლებმაც თითქმის სრულად შეძლეს მილიარდ დოლარიანი ნიშნულის გადაკვეთა. თუმცა ამ მხრივ ყველაზე წარმატებული „საოცრება-ქალი“ აღმოჩნდა, რომელმაც უკან „თორი: რაგნარეკი“ და „გალაქტიკის მცველები 2“ მოიტოვა და სუპერგმირების შესახებ გადაღებული 2017 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.
ფილმმა Warner Bros-ს 252,9 მილიონი დოლარი მოუტანა, მსოფლიო მასშტაბით კი მისმა მოგებამ 820 მილიონ დოლარს გადააჭარბა და ამ გზით Marvel-ის ჰიტებს – „ადამიანი-ობობა: სახლში დაბრუნება“, „თორი: რაგნარეკი“ და „გალაქტიკის მცველები 2“ შანსი არ დაუტოვა.
საერთო რეიტინგში 2017 წლის ყველაზე რეიტინგულ ფილმებს „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“ ლიდერობს. მეორე ადგილზე კი „მზეთუნახავი და ურჩხული“ იმყოფება. ორივე მათგანი სტუდია Disney-ს ნამუშევარია.