საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
„ ის უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“,-აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, დაკავებული იყო ალექსანდრე შიუკაშვილი, რომელიც თანასოფლელებთან ერთად ტყეში იმყოფებოდა. შიუკაშვილის თანმხლებმა პირებმა, როგორც თავად ამბობენ, გამოქცევა მოასწრეს.
ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 17 წლის მოზარდი გაიტაცეს