საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სამი მოქალაქე დააკავეს.
სოფელ მუჟავაში, წალენჯიხის მერის წარმომადგენლის მამუკა ჩხაპელიას განცხადებით, პირები მაშინ დააკავეს, როცა ისინი ჯართს აგროვებდნენ და სავარაუდოდ სოფლის ტერიტორიას გასცდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.