ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი, 21 წლის კ. გ დაიჭრა. შემთხვევა სოფელ ხურჩაში არსებულ საგუშაგოზე მოხდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცს იარაღი გაუვარდა.
“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
დაჭრილი სავარაუდოდ, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.