LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმცირესობა მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე პარლამენტს სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს

1498898228_parlamenti

საპარლამენტო უმცირესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე პარლამენტს სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.

ინიცირებისთვის მზად არის დადგენილების პროექტი, რომლის არსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატთა წარმოდგენილი სიის უკან გაწვევა და ხელახალ ნომინირებამდე, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე, დეტალური პროცედურის წარმართვაა.

“გასული წლის 24 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა მოსამართლეობის კანდიდატთა სია, 10 პირის შემადგენლობით.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში გამოგზავნილი ერთგვერდიანი წარდგინება არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას წარმოდგენილი კანდიდატების თაობაზე.

საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება, თუ ვინ და რა კრიტერიუმებით შეარჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, აგრეთვე, რა პროცესი უძღოდა წინ მათ ნომინირებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი:

– მიიჩნევს, რომ ამგვარი გაუმჭვირვალე და დაუდგენელი პროცედურით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირება ჩრდილს აყენებს, როგორც საკანონმდებლო, ისე სასამართლო ხელისუფლებას, არ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას და ქმნის საფრთხეს, რომ გაღრმავდეს უნდობლობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ;

– მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარმოდგენილი სია მისივე გადაწყვეტილებით უკან გაიწვიოს და ხელახალ ნომინირებამდე შეიმუშაოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალე, დეტალური პროცედურა,“ – ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებულ დადგენილების პროექტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g