LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

91

საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.  როგორც უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმცირესობა ასევე მოითხოვს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს.

„თუ არ დადგა პასუხისმგებლობის საკითხი, ჩათვალეთ, რომ აღარ ვცხოვრობთ სახელმწიფოში. თუ არავინ პასუხს არ აგებს იქ, სადაც შეტევა შეეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის ემოციურად ყველაზე მტკივნეულ და ძვირფას თემას, სადაც საკითხი შეეხება საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას, როგორიც არის ქართული ეკლესია, სადაც საკითხი შეეხება საქართველოში ყველაზე პატივსაცემ ადამიანს – საქართველოს პატრიარქს, თუ არ დადგა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ჩათვალეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოში აღარ ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაყენებთ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს”, – განაცხადა ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g