LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო: ეს არის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი

142

საქართველოს საპატრიარქოსთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება მოულოდნელია.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციის არქონის გამო, კომენტარს ვერ გააკეთებენ.

რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ილია მეორე ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს.

„წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის.

სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს, ეს არის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი. ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს“,- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა.

უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g