9 ოქტომბერს პატრიარქი, შიო მესამე წირვას, თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში აღავლენს.
ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
„ამა წლის 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერაზე მდებარე) ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
