LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო: რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებამ, რომლითაც მათ შეაფასეს სამების ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლა ვატიკანში, გარკვეული დაძაბულობა შექმნა – შეურაცხმყოფელი განცხადებები დაუშვებელია

102
5e7b0d69ddb72

„ბოლო დღეებში რამდენიმე სასულიერო პირის ქადაგებამ, რომლითაც მათ შეაფასეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ლოცვა-კურთხევით სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის საკონცერტო გამოსვლა ვატიკანში და საპატრიარქოს ტელეარხზე გასული ერთ-ერთი გადაცემა, – შექმნა გარკვეული დაძაბულობა,” – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესიის მიერ დადგენილი ეთიკური და კანონიკური ნორმების დაცვა სავალდებულოა მოძღვართათვის და მრევლისთვის.

“მათ ქადაგებებში შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი, როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორთა, გადაწყვეტილების მიმღებთა და მგალობელთა, ასევე, სასულიერო პირთა მისამართით.

ეკლესიის მიერ დადგენილი ეთიკური და კანონიკური ნორმების დაცვა სავალდებულოა მოძღვართათვის და მრევლისთვის.

უთანხმოების არსებობის შემთხვევაშიც კი პოლემიკა საჭიროა წარიმართოს საეკლესიო წესებისა და პროცედურების დაცვით, ხოლო საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი განცხადებები დაუშვებელია, განსაკუთრებით მიუღებელია ასეთი ქმედება სასულიერო პირთა მხრიდან.

ნუ დაარღვევთ მაცხოვრის მცნებას, რომელიც ჯერ ურთიერთ შორის საუბარს ითხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ უმაღლეს საეკლესიო ინსტანციაში გადატანას (მათ.18.15).

მოვუწოდებთ ჩვენი დედა ეკლესიის სულიერ შვილებს, როგორც სამღვდელოებას, ისე მრევლს, დაიცვან სწავლება ქრისტიანული ურთიერთობის შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g