LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ილია მეორისა და რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმოწერას აქვეყნებს

78
60f7174ee3689

საქართველოს საპატრიარქო ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქის ილია მეორისა და რუსეთის პატრირქის კირილეს მიმოწერას ასაჯაროვებს.

„მისი უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ღვთივ საყვარელო ძმაო,

მივიღე 2021 წლის 24 ივნისით დათარიღებულ თქვენი თხოვნის წერილი საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც სასჯელს იხდის სამხრეთ ოსეთში.

ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად არ არის ადვილად გადასაწყვეტი.

მიუხედავად ამისა, ჩემის მხრიდან გადაიდგა ყველა საჭირო ნაბიჯი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის; მათ შორის სათანადო მიმართვაც გაიგზავნა ბატონ ა.ი. ბიბილოვთან.

გვაქვს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც შეამსუბუქებს დაკავებულის ხვედრს და ახლობლების მწუხარებას.

ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელად ყოფნის სურვილით.

კირილე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი“, – აღნიშნულია წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g