19 მაისს საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საპატრიარქოს მხრიდან ჯანდაცვის სისტემის მონაცემებზე შესაძლო წვდომას შეისწავლის. ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში დაუდასტურეს.
საპატრიარქოში შესვლა მხოლოდ კოვიდგადატანილმა და ტესტირებულმა ჟურნალისტებმა შეძლეს
როგორც ცნობილია, ჟურნალისტებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები შეუმოწმეს და განუცხადეს, რომ ინფორმაცია გადამოწმდებოდა.
საკითხის შესწავლა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ, საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე მხოლოდ ჟურნალისტები შეუშვეს, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს.
ჯაღმაიძემ მედიას განუცხადა, რომ ისინი მათ მონაცემებს გადაამოწმებდნენ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა მონაცემებზე აქვთ წვდომა, ჯაღმაიძემ განაცხადა, მათ საავადმყოფოს ბაზებთან წვდომა აქვთ.
“ჩვენ ხომ საავადმყოფო გვაქვს, რომელიც მოწყობილია კოვიდ ვითარებასთან დაკავშირებით, ეს საავადმყოფო 10 000-მდე ადამიანს მოემსახურა. ზოგადად, ბაზასთან წვდომა აქვს მას, ზუსტად ვერ ვერკვევი ამაში, მაგრამ აცრა ხომ ბაზაში რეგისტრირდება”, – განაცხადა საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრეა ჯაღმაიძემ.
ეკლესიისადმი მტრული დამოკიდებულება მის ეფექტიანობას ამცირებს: ჯაღმაიძე დმანისის კონფლიქტზე