LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საპატრიარქოს მორიგი “ტაბურეტკა” განცხადება აღმაშფოთებელია” – დავით ბერძენიშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

367
დავით ბერძენიშ

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, “საპატრიარქოს მორიგი “ტაბურეტკა” განცხადება აღმაშფოთებელია”. როგორც დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სწორედ გახარიას უწყება პასუხისმგებელია პრაიდის უსაფრთხოებაზე, რაც შეეხება საპატრიარქოს ის ერთგვარ ტესტს უმზადებს ხელისუფლებას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან გეი- პრაიდი - საპატრიარქო

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ პრაიდი უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფა და მათ არჩევანზე ძალადობაა.

“საპატრიარქოს მორიგი “ტაბურეტკა” განცხადება აღმაშფოთებელია. ემუქრება ყველას შინ და გარეთ, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავს… ფაქტიურად ეს ანტიდასავლური მორიგი გამოხტომაა, ტესტს გვიტარებენ დემოკრატიულ კუნძულებს ქვეყანაში. გახარიას უწყებაა პასუხისმგებელი პრაიდის უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა. ამასთანავე, მთელ ხელისუფლებასაც უტარებს ტესტს ილია მეორე და მისი ანტიდასავლური გარემოცვა- პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელმა ერთმნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ ლგბტქ თემის მიმართ, მოწოდებამ, რომ წინ უნდა აღუდგნენ სხვა ქვეყნებში მათ ჩაგვრას, შეაშფოთა საპატრიარქო და მყისიერად უპასუხა დასავლეთს( საელჩოებს მიმართა), ჩვენთან არ გაგივათო.
ასეთ დროს არ შეიძლება, რომ ადამიანის უფლებების პრიორიტეტი ვისაც გვაქვს დეკლარირებული ქართულ პოლიტიკაში, ვინც თავს პროდასავლურ ძალად მივიჩნევთ, წავუყრუოთ ილია მეორის მორიგ მუქარას- “ტაბურეტკის” წახალისებას. ეს მისი პოლიტიკაა- ანტიდასავლური პოლიტიკა. ქართველი ერის სახელით მანამ ილაპარაკებს საპატრიარქოს რენეგატი, რეტროგრადი უმრავლესობა, სანამ ქართული პოლიტიკა ამის საშუალებას მისცემს. არასამთავრობო სექტორი, მედია, პროდასავლური პარტიები- ესაა დემოკრატიული ინსტიტუციები და ყველას მოგვეთხოვება, არ ჩავდგეთ სირაქლემას პოზაში. ასე ვფიქრობდი ათეული წლების წინაც და ახლაც ასე ვფიქრობ.”- წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g