LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

192
არქიმანდრიტი ონოფრე (წულაძე)

თბილისის წმინდა გიორგის სახელობის (კარის) ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ონოფრე (წულაძე) გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

თბილისის წმინდა გიორგის სახელობის (კარის) ტაძრის მღვდელმსახურს სამშაბათს, 1 ივლისს, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ. საპატრიარქო არქიმანდრიტ ონოფრეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სულიერ სამწყსოს.

„გარდაცვლილის სულისთვის ლოცვისკენ მოუწოდებენ ყველა მორწმუნეს და სამღვდელოებას. „უფალმა სავანესა მართალთასა დაასვენოს მისი უკვდავი სული“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g