საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რომელიც წელს პირველად ტარდება. სინოდი ბოლო პერიოდში დაგროვილ, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს.
განსახილველი საკითხები წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრებისთვის წინასწარ არ არის ცნობილი, თუმცა არ გამოირიცხება, რომ ერთ-ერთ საკითხად სხდომაზე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის გაცნობა იყოს.
ასევე შესაძლოა, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილონ.