LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოში ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე მივიდნენ

302
ილია 2

საპატრიარქოში სასულიერო პირებთან შესახვედრად რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მივიდნენ.

მთავრობის წარმომადგენლებსა და საეკლესიო პირებს შორის საუბრის თემა, სავარაუდოდ, სააღდგომო ლიტურგია იქნება.

დღის პირველ ნახევარში, საპატრიარქოში, სავარაუდოდ, სასულიერო პირებსა და პატრიარქს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ილია მეორესა და სინოდის გარკვეულ წევრებს შორის ჯერ კიდევ წინა კვირას იყო დაანონსებული. მთავარი თემა საგანგებო მდგომარეობის დროს სააღდგომო მსახურება და სასულიერო პირების ტესტირება უნდა ყოფილიყო.

ამ დრომდე ცნობილია ვნების კვირეულის განრიგი, რომლის მიხედვითაც, სააღდგომო ლიტურგია ე. წ. კომენდანტის საათის დროს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები