სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია და ტერიტორიას განრიდებულია 10-მდე ადამიანი.
კითხვაზე, თუ რის გამო აკავებენ აქტივისტებს, საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, სუს-თან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს. სირაძის განცხადებით სახელმწიფო დაწესებულების, შენობის ბლოკირება კანონით არის აკრძალული.
ამ დროისთვის უცნობია დაკავებულების ზუსტი რაოდენობა.
შეგახსენებთ, დღეს 11:00 საათიდან აქციები დაიწყო სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან და სახელმწიფო უსაფრთხიოების სამსახურის შენობასთან.
აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
სუს-თან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს