საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, კუპატაძე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. გადადგომის შესახებ განცხადება მან დღეს დაწერა. უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის ვინაობა უახლოეს დღეებში დასახელდება.
პოლიციის პოლკოვნიკი, პროფესიით სამართალმცოდნე თეიმურაზ კუპატაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა.