LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს

165
131402618-681096962589888-6040530096911236735-o-2020-12-17-06-55-31-267616

“საპენსიო სააგენტოს” ახალი დირექტორი ჰყავს. ამ პოზიციაზე, 5 წლის ვადით, გიორგი დანელია დაინიშნა. დანელია უკვე გაეცნო „საპენსიო სააგენტოს“ თანამშრომლებს და შეუდგა დაკისრებულ მოვალეობას.

„მე დღეს შემოვუერთდი „საპენსიო სააგენტოს“ გუნდს და ჩვენი ამოცანაა სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საპენსიო სქემა მოგეხსენებათ, რომ არის გრძელვადიანი დივიდენდი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში”, – აცხადებს დანელია.

„საპენსიო სააგენტოს“ ინფორმაციით, გიორგი დანელია ფლობს ეკონომიკის დოქტორის ხარისხს. ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით მაგისტრის წოდება მიიღო მაგდებურგის უნივერსიტეტში. აქვს, საფინანსო სექტორში საინვესტიციო პროექტების მართვის რვაწლიანი სამუშაო გამოცდილება. წლების მანძილზე ის სს „საპარტნიორო ფონდში“ მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. ასევე, მუშაობდა საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაიში“ რეპორტინგის ოფიცერის და საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში“ ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ცნობისთვის, 2020 წლის 10 აგვისტოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 88 კანდიდატმა გამოთქვა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g