LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდა — ხელფასი 15 ათას ლარამდე

347
Untitled1-e1515341389351

„საპენსიო სააგენტო” ახალ დირექტორს ეძებს. შესაბამისი ვაკანსია 10 იანვარს გამოქვეყნდა და განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იწარმოებს.

შერჩეული კანდიდატის ყოველთვიური ხელფასი 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

მოთხოვნები

  • მინიმალური განათლება: ბაკალავრი;
  • სამუშაო გამოცდილება: 5 წელი;
  • პროფესია: ეკონომიკური, ფინანსები ან ბიზნეს სამართალი.

დამატებითი მოთხოვნები

  • ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, სასურველია კანდიდატს გააჩნდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან/და საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა;
  • სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

დირექტორის ფუნქციები

  • უწყების სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;
  • სააგენტოს მართვა.

დირექტორის მოვალეობები

  • სააგენტოს ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;
  • სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება;
  • სააგენტოს საქმიანობის წესების (შინაგანაწესის) შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
  • სააგენტოს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების რეგისტრირების, მართვისა და ადმინისტრირების წესების შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
  • სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემის (საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა) შემუშავების პროცესის ხელმძღვანელობა, ტესტირება და დანერგვა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების მართვის მიზნით;
  • საპენსიო სააგენტოს ყოველდღიური მიმდინარე საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა;
  • სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების პროცესის ხელმძღვანელობა და მართვა;
  • სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელება და შესაბამისი ანგარიშგება;
  • სააგენტოსთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების და მართვის სისტემის ხარისხის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;
  • სააგენტოს ბიუჯეტის შემუშავება და მისი ეფექტური მართვა ჯანსაღი ფინანსური მართვის პრინციპების შესაბამისად;
  • საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება;
  • ყოველწლიური ანგარიშგება საქართველოს პარლამენტის წინაშე.

შეგახსენებთ, „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრები შედიან, განცხადებით მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g