LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდა

saoensio amoqmedda

საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე – pensions.ge საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდა. შესაბამისად, დამსაქმებლებს სისტემში რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. რეგისტრაცია  საპენსიო შენატანების განხორციელებისთვის აუცილებელია.

რეგისტრაციისთვის საჭიროა ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის, დამსაქმებლის დასახელებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითება.  საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ასევე განთავსებულია შენატანების გადახდის ინსტრუქცია.

2019 წლის 1 იანვრიდან 2-პროცენტიანი საპენსიო შენატანის გადახდა ევალება ყველა დასაქმებულს, ასევე მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. დასაქმებულს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოს  მდგომარეობით შეუსრულდა 40 წელი ან მეტი, 2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით შეეძლება საპენსიო სქემიდან გასვლა. ასეთ შემთხვევაში, მას, ასევე დამსაქმებელს და სახელმწიფოს სრულად დაუბრუნდებათ განხორციელებული საპენსიო შენატანები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g